

Economic crimes
Presentation
•
Science
•
Professional Development
•
Practice Problem
•
Medium
Ucha Bakhtadze
Used 6+ times
FREE Resource
15 Slides • 4 Questions
1
ეკონომიკური დანაშაულები
და სახელშეკრულებო ურთიერთობები

2
Poll
ჩვენ ყველა ვმუშაობთ კომპანიაში, რომელიც კომპიუტერებსა და მის აქსესუარებს ყიდის. კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი ფარულად დაეუფლა კომპიუტერს და სარფიან ფასად გაყიდა. ამ შემთვევაში უკანონო ქმედება უდავოა, მაგრამ კონკრეტულად რომელი დანაშაული ჩაიდინა თანამშრომელმა?
ქურდობა
თაღლითობა
მითვისება
გაფლანგვა
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით
3
ქურდობა?
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
4
თაღლითობა?
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით
5
მითვისება ან გაფლანგვა?
სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში იმყოფებოდა
6
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით?
ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის თაღლითობის დანაშაულის ნიშნები
7
8
9
რა მახასიათებლები აქვს თაღლითობას?
თაღლითობის სერთიფიცირებულ გამომძიებელთა ასოციაციის (ACFE) 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა 1400 საწარმოო თაღლიღითის პროფილი 100-ზე მეტი ქვეყნიდან გამოაშკარავდა შემდეგი მახასიათებლები:
პოზიცია: საწარმოო თაღლითობების უმეტესობა ჩადენილია საოპერაციო თანამშრომლებისა და მენეჯმენტის დონეზე. მაგ., 42% = თანამშრომლები, 36%= მენეჯერი და 19%= მესაკუთრე/აღმასრულებელი
რაც უფრო მაღალია პოზიცია მით უფრო დიდია ზიანი
სქესი: მამაკაცი თაღლითები აღემატებიან ქალ თაღლითებს და თანაფარდობაა 2:1-ზე
10
რა მახასიათებლები აქვს თაღლითობას?
მამაკაცი თაღლითების მიერ მიყენებული ზიანი 123%-ით აღემატება ქალი თაღლითების მიერ მიყენებულ ზიანს
თაღლითების 52%-ის ასაკი მერყეობს 31-45 წლებში. თუმცა, რაც უფრო ასაკიანია აქტიური თაღლითი მით მეტია ზიანი
ამსრულებლების 7% ჩადენილი ჰქონდათ თაღლითობა მუშაობის დაწყებიდან პირველ წელს, ხოლო 53% საშუალოდ 5 წელი მაინც მუშაობდა პირველი თაღლითობის ჩადენამდე
რაც უფრო დიდხანს მუშაობდა თაღლითი კონკრეტულ პოზიციაზე, მით მეტი იყო მიყენებული ზიანი
11
12
თაღლითობის აუცილებელი ელემენტები
აქტიური ან პასიური მოტყუების არსებობა ან ნდობის ბოროტად გამოყენება
ამსრულებელის მხრიდან ტყუილის შეცნობა
მსხვერპლის მხრიდან ტყუილის დაჯერება
ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი ან მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა
აუცილებელი არ არის ნივთის დაუფლების ფაქტის არსებობა
13
Multiple Choice
სერგიმ და უჩამ გადაწყვიტეს, თაღლითური გზით დაუფლებოდნენ ნიკას კუთვნილ მოძრავ ნივთს - დიდი ოდენობით თანხას. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მათ შეადგინეს წერილი და გაუგზავნეს ნიკას თითქოს ისინი ფლობდნენ მისი შვილის მოტაცების შესახებ ინფორმაციას და 20000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში დამატებით აცნობებდნენ გატაცებულის ადგილსამყოფელს. აღნიშნული წერილი მოათავსეს განსაზღვრულ ადგილას, რის შესახებაც ტელეფონით შეატყობინეს ნიკას და მოსთხოვეს წერილის პასუხის ჩადება მათთვის სასურველ ადგილას. წერილის პასუხის აღების დროს სერგი და უჩა დააკავეს.
არის თუ არა ეს შემთხვევა თაღლითობა?
კი
არა
14
Multiple Choice
მანქანის რეალიზატორმა შეცდომაში შეიყვანა კონკრეტული სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია და გასაყიდად გამოიყვანა მანქანა, რომლის კილომეტრაჟიც გავლილზე გაცილებით ნაკლებს აჩვენებდა.
არის თუ არა ამ შემთხვევაში დასრულებული თაღლითობა სახეზე?
კი
არა
15
Multiple Choice
უჩას ძალიან მოეწონა სასტუმრო "პარაგრაფში" განთავსებული ინვენტარი და დაიბარა მისი მეგობარი სერგი, რომელიც დაარწმუნა, რომ იქ არსებული ნივეთები მისი იყო და მას მიყიდა ისინი. ამის შემდეგ უჩამ სათანადოდ შეფუთა ნივთები და გაატანა სერგის, რომელიც მეორე დღეს დააკავეს და დააბრუნებინეს ნივთები. სერგი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენი მალევე გაათავისუფლეს.
უჩამ ამ ქმედებით ჩაიდინა:
ქურდობა
თაღლითობა
მითვისება
16
17
18
19
ეკონომიკური დანაშაულები
და სახელშეკრულებო ურთიერთობები

Show answer
Auto Play
Slide 1 / 19
SLIDE
Similar Resources on Wayground
27 questions
Rooms and Objects
Presentation
•
3rd Grade
7 questions
Seoffences
Presentation
•
Professional Development
11 questions
რომანტიზმი
Presentation
•
11th - 12th Grade
7 questions
სახალისო შეჯამება
Presentation
•
11th Grade
13 questions
ლექსის ანალიზი
Presentation
•
10th Grade
12 questions
ქართული
Presentation
•
8th - 9th Grade
15 questions
ბლიცი
Presentation
•
8th Grade
15 questions
ვიქტორინა ქართულ ენაში
Presentation
•
4th Grade
Popular Resources on Wayground
24 questions
PBIS-HGMS Day 10
Quiz
•
6th - 8th Grade
10 questions
HCS SCI 03 Summer School Review 3
Quiz
•
3rd Grade
11 questions
Home Scope
Quiz
•
7th - 8th Grade
15 questions
HCS SCI 05 Summer School Assessment 3 Review
Quiz
•
5th Grade
35 questions
Lufkin Road Middle School Student Handbook & Policies Assessment
Quiz
•
7th Grade
18 questions
Geo 11.3 Area of Circles and Sectors
Quiz
•
9th - 11th Grade