

ალუზია
Presentation
•
World Languages
•
10th Grade
•
Practice Problem
•
Hard
sonia chankotadze
Used 2+ times
FREE Resource
7 Slides • 0 Questions
1
ალუზია
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სონიაჭანკოტაძე-ძულიაშვილი
2023 წელი
2
რა არის ალუზია?
ალუზია რიტორიკული ან მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია. გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული ნაწარმოებისა.
სიტყვა allusio ლათინურად მინიშნების აღმნიშვნელი სიტყვაა
3
ალუზიის გამოყენება:
ალუზიები გამოიყენება სიუჟეტის შესაქმნელად, გმირის გამოსახულების ან ავტორის იდეის გამოსავლენად. ისინი შეიძლება იყოს ნაწარმოების სათაურში ან მის დასასრულში.
მაგალითად რევაზ ინანიშვილის მოთხრობის სათაურში, ,, პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, ალუზიაა გამოყენებული
4
ალუზიას ლიტერატურაში არაერთი მნიშვნელობა აქვს:
1 მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხია, რომლის საშუალებითაც ხდება რომელიმე სხვა მხატვრული თხზულების დეტალზე, სახეზე, გამონათქვამზე, ისტორიულ ან ყოფით ფაქტზე მინიშნება. მაგალითად:
მანანა ჩიტიშვილის ლექსში, ,,ქართლი“, ვკითხულობთ :
ა) ,,ქსანზე ნისლად აცურდება
წმინდა სული ერისთავთა“
(იგულისხმებიან შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები, რომლებიც მეთაურობდნენ სპარსელების მიერ დაპყრობილი კახეთის აჯანყებას.
ბ)ქეთევანის სულის საოხს
ანთებული სანთელია
(იგულისხმება ქეთევან დედოფალი, აშოთან მუხრანბატონის ასული, კახთა მეფის , დავითის მეუღლე, რომელიც ქრისტიანობისათვის აწამეს სპარსეთში (მე-17 ს-ში)
5
2. არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი (ფრაზა, წინადადება), რომელიც აღძრავს მკითხველის გონებაში ასოციაციურ კავშირს სხვა ტექსტთან, შემოაქვს დამატებითი ინფორმაცია და აქვს მხატვრულ-ესთეტიკური დატვირთვა. მაგალითად, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ბიბლიური ციტატები
3. კოლაუ ნადირაძე ლექსში ,,25 თებერვალი“ ალუზიურად იხსენებს უფლის გაცემას და ჯვარცმას:
,,ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლები!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს, არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!“
4. ალუზიის მეშვეობით გარედან შემოტანილი ელემენტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ტექსტის აზრობრივ-კომპოზიციური სტრუქტურის კვანძებად იქცევა.
ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზა „ძლიერი, როგორც ჰერკულესი“. აქ ნათელია მითითება ძველი ბერძნული მითების გმირის შესახებ, რომელიც განუზომელი ძალის მფლობელია. როცა ჰერკულესს ალუზიურად ვახსენებთ, მიანიშნებს კონკრეტულ ძლიერ პირზე.
6
ალუზია სტილისტური ხერხია, რომელიც შეიცავს მინიშნებას ზეპირ ან წერით კულტურაში დამკვიდრებულ რომელიმე ლიტერატურულ, ისტორიულ, მითოლოგიურ ან პოლიტიკურ ფაქტზე. მაგალითად, „თხა და გიგოს“, „კართაგენი უნდა დაინგრეს“ ხსენება ზეპირ ან წერილობით ტექსტში.
ალუზია არის სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი (ფრაზა, წინადადება), რომელიც აღძრავს მკითხველის გონებაში ასოციაციურ კავშირს სხვა ტექსტთან, შემოაქვს დამატებითი ინფორმაცია და აქვს მხატვრულ-ესთეტიკური დატვირთვა. მაგალითად, ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში ბიბლიური ციტატები
7
მადლობა ყურადღებისთვის!
ალუზია
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
სონიაჭანკოტაძე-ძულიაშვილი
2023 წელი
Show answer
Auto Play
Slide 1 / 7
SLIDE
Similar Resources on Wayground
15 questions
რითმოცანები საახალწლოდ. 🧐🤔🔍💡
Presentation
•
1st - 3rd Grade
6 questions
კითხვა პასუხი
Presentation
•
KG - 1st Grade
16 questions
გზა ერთიანი სახელმწიფოს შექმნისკენ- ჩვენი საქართველო, 6 კლასი
Presentation
•
KG
19 questions
GP - პირველი ტური/იტალია
Presentation
•
8th Grade
16 questions
სოციალური პასუხისმგებლობა
Presentation
•
6th Grade
7 questions
ნაეკუ
Presentation
•
4th Grade
1 questions
წელიწადის დრო და თვეები
Presentation
•
4th Grade
Popular Resources on Wayground
24 questions
PBIS-HGMS Day 10
Quiz
•
6th - 8th Grade
10 questions
HCS SCI 03 Summer School Review 3
Quiz
•
3rd Grade
11 questions
Home Scope
Quiz
•
7th - 8th Grade
15 questions
HCS SCI 05 Summer School Assessment 3 Review
Quiz
•
5th Grade
35 questions
Lufkin Road Middle School Student Handbook & Policies Assessment
Quiz
•
7th Grade
18 questions
Geo 11.3 Area of Circles and Sectors
Quiz
•
9th - 11th Grade